ავტორების განცხადებით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი 1.7%-ია.
ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ 17 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევით, 35% ეთანხმება მოსაზრებას, რომ მთავრობა ნაწილობრივ ჩართული უნდა იყოს ეკონომიკაში და გარკვეული რეგულაციები დააწესოს.
23 პროცენტი ფიქრობს, რომ მთავრობა ჩართული არ უნდა იყოს ბიზნესის რეგულირებასა და ეკონომიკაში. 22% აცხადებს, რომ მთავრობამ უნდა გააკონტროლოს ეკონომიკის ბევრი ასპექტი და მართოს გარკვეული საწარმოები. 6%-ის აზრით, მთავრობას ეკონომიკაზე სრული კონტროლი უნდა ჰქონდეს და კერძო სექტორი არ უნდა არსებობდეს.