ახალი ამბები

საქართველოში რელიგური ნიშნით არავინ შეუზღუდავთ – ხაზარაძე ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე

16 სექტემბერი, 2019 • 2518
საქართველოში რელიგური ნიშნით არავინ შეუზღუდავთ – ხაზარაძე ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავაზე ინფორმაცია არ აქვს.

მისივე თქმით, ქვეყანაში რელიგიური ნიშნით ადამიანები არ იზღუდებიან და ამ თემის “თავზე მოხვევა” არ უნდა ხდებოდეს.

“საქართველო მსოფლიოში ტოლერანტობით გამოირჩევა. ისტორიის მანძილზე აქ არცერთ რელიგიას შეზღუდვა არ ჰქონია. ეს ჩვენი წინაპრების მონაპოვარია და არ უნდა დავკარგოთ. [სასამართლო დავის] დეტალები არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად გავეცნობი.

მაგრამ ამ საკითხს, იცით, როგორ ვუყურებ?! ჩვენი ეკლესიები, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზეა, თქვენ გინახავთ, რა მდგომარეობაშია?! საპირწონეზე არ ვლაპარაკობ… სხვა რამეს ვამბობ.. როცა რელიგიების თანაარსებობაზეა ლაპარაკი, მე, როგორც ქართველი და მართმადიდებელი, ამ თემას წამოვწევ და არანაირად არ ვუპირისპირებ [მეჩეთის მშენებლობის საკითხს]. სასამართლო დავაში გავერკვევი..

ჩემი პოზიციაა, რომ საქართველოში არასდროს არავინ რელიგური ნიშნით არ შეუზღუდავთ და ნურავინ ამას ნუ მოგვახვევს თავზე,”-განაცხადა ხაზარაძემ “აჭარის ტელევიზიის” ეთერში.

ბათუმის მერიამ 2017 წლის 5 მაისს მუსლიმ თემს უარი უთხრა ქალაქში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. სასამართლოს მუსლიმმა თემმა 2018 წლის 10 ივნისს მიმართა. ამ საქმის განხილვა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს ივლისში უნდა დაესრულებინა იმ შემთხვევაში, თუკი მუსლიმ თემსა და ბათუმის მერიას შორის შეთანხმება ვერ შედგებოდა. შეთანხმება მერიაში 9 ივლისს გამართულ შეხვედრაზე ვერ შედგა. 12 სექტემბერს სასამართლო განხილვა დასრულდა და გადაწყვეტილებას მოსამართლე 26 სექტემბერს გამოაცხადებს.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/227669/

მასალების გადაბეჭდვის წესი