ახალი ამბები

20 ივნისის საქმეზე ერთ-ერთ დაკავებულს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს

16 სექტემბერი, 2019 • 1104
20 ივნისის საქმეზე ერთ-ერთ დაკავებულს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს

20 ივნისის საქმეზე ერთ-ერთ დაკავებულს, სოსო ბაჯელიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო.

სოსო ბაჯელიძესთან ერთად, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული კიდევ 7 ადამიანის პროცესი გაიმართა. თუმცა, როგორც სასამართლოს პრესსსამსახურში განმარტავენ, ბაჯელიძის საქმე ცალკე წარმოებად გამოეყო.

20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემულია 2 პოლიციელი და 19 სამოქალაქო პირი, მათ შორის, პარლამენტის წევრი ნიკა მელია.  ბრალდებულთა უმრავლესობას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

“წინასწარი პატიმრობა ინდივიდუალური დასაბუთების გარეშე” – 20 ივნისის საქმე

მასალების გადაბეჭდვის წესი