ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოსკოვი აფხაზური არმიის მოდერნიზაციას გეგმავს

16 სექტემბერი, 2019 • 906
მოსკოვი აფხაზური არმიის მოდერნიზაციას გეგმავს

რუსეთის მთავრობამ აფხაზეთის არმიის მოდერნიზაციისთვის ფინანსური დახმარების შესახებ პროექტი დაამტკიცა. შესაბამის დადგენილებას ხელი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მოაწერა.

მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში რუსულმა და აფხაზურმა მხარეებმა აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის შესახებ შეთანხმება 2019 წლის აგვისტოში გააფორმეს.

რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთი [ისევე, როგორც სამხრეთ ოსეთი] დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. მოსკოვმა სოხუმთან და ცხინვალთან ყოვლისმომცველი ხელშეკრულებები, რომელიც მოსკოვის მიერ ორივე ტერიტორიაზე თითქმის ყველა სფეროს რეგულირებას ითვალისწინებს, რამდენიმე წლის წინ გააფორმა. თბილისისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ, რომელიც აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს საქართველოს ტერიტორიებად აღიარებს, მოსკოვის მიერ მსგავსი შეთანხმებების გაფორმება და სხვადასხვა სფეროზე კონტროლი, აღნიშნული ტერიტორიების ანექსიის მცდელობად მიიჩნევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი