ახალი ამბები

გიორგი გახარია: მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა

14 სექტემბერი, 2019 • 2367
გიორგი გახარია: მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ახალი სასწავლო წლისთვის მზადების პროცესით დაინტერესდა და ინფორმაცია მიიღო, რა სიახლეებით ხვდება სამინისტრო 2019-2020 სასწავლო წელს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ დროულად იგრძნოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ხელშესახები შედეგი.

“ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და კიდევ ბევრი რამ. ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად უნდა აშენდეს და ხალხმა ეს უნდა იგრძნოს. არ შეიძლლება, მოსახლეობას ვუთხრათ, რომ ეს შედეგი დადგება 10 წლის შემდეგ. ეს არასწორი იქნება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციიით, გიორგი გახარია სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს ეტაპობრივად გამართავს, რათა უწყებებში არსებული ვითარებას ადგილზე გაეცნოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი