მიუხედავად სასამართლო სისტემისადმი საზოგადოებრივი ნდობის გასამყარებლად გატარებული გარკვეული დადებითი ზომებისა, საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირებისა და დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არ იყო შესაბამისად უზრუნველყოფილი, – აღნიშნულია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ანგარიშში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის პირველი ეტაპის შესახებ.
მონიტორინგი აფასებს საქართველოს უზენაეს სასამართლოში კანდიდატთა ნომინირების პროცედურის შესაბამისობას საკანონმდებლო ჩარჩოსთან, საერთაშორისო სტანდარტებთან და აღიარებულ კარგ პრაქტიკასთან. ანგარიშის თანახმად,,
შერჩევის პროცესის ტექნიკური მხარე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ზოგადად, კანონთან შესაბამისობაში უზრუნველყო. თუმცა საბჭოს საქმიანობა ხასიათდებოდა მწვავე შიდა უთანხმოებით, რაც ხშირად გამოიხატებოდა მტრულ დამოკიდებულებაში და მწვავე კამათში, ყოველივე ეს კი, არაპროფესიულ გარემოს ქმნიდა.
ODIHR აღნიშნავს, რომ დააფიქსირა გარკვეული კონსტრუქციული ცვლილებები, როგორიცაა, ღია კონკურენტუნარიანი შერჩევის პროცესის დანერგა, რაც იძლევა საზოგადოებრივი ყურადღების გამახვილების საშუალებას და წარმოადგენს სწორ ნაბიჯს საქართველოში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე სასამართლო ხელისუფლების მიმართ
საზოგადოებრივი ნდობის ასამაღლებლად. ამავდროულად, ODIHR მიიჩნევს, რომ მისი საკანონმდებლო მიმოხილვის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების მხოლოდ მცირე ნაწილი იქნა გათვალისწინებული და კვლავ რჩება მრავალი ხარვეზი. კერძოდ, კანდიდატთა საჯარო გასაუბრების პროცესი ძირითადად გამჭვირვალედ წარიმართა, თუმცა წინასწარი შეტყობინება საჯარო მოსმენასთან დაკავშირებით მოკლე ვადაში ხორციელდებოდა და გასაუბრების ადგილმდებარეობა არ იძლეობდა პროცესზე დაკვირვებისა და ანგარიშის წარმოდგენის შესაძლებლობას, საზოგადოების მაღალი ინტერესის ფონზე.
“გამჭვირვალობა, პროფესიონალიზმი და სამართლიანობა წარმოადგენს სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ქვაკუთხედს. თუმცა, ODIHR- ის მონიროტებმა დააფიქსირეს, რომ იუსტიციის საბჭომ არ დაამტკიცა გასაუბრების ჩატარების წესი ან პროცედურა, რათა უზრუნველყოფილიყო პროცესის სამართლიანობა და წესრიგი. აღნიშნულმა მიდგომა წარმოშობს
კანდიდატთა მიმართებაში მოპყრობის არათანაბარ გარემოს და ზღუდავს პროცესის გამჭვირვალობას. ODIHR-ის წინა სამართლებრივი დასკვნა მიესალმება ღია დანიშვნის წესის პროცედურის შემოღებას და პარლამენტის ძალისხმევას გაწეროს შერჩევის კრიტერიუმებისა და პროცედურების დებულება, არსებული უფსკრულის აღმოსაფხვრელად. თუმცა, აგრეთვე დაფიქსირდა რამდენიმე არსებითი ხარვეზი, მათ შორის შერჩევის პროცესში გამჭვირვალობის გარანტიების ნაკლებობა,
რათა უზრუნველყოფილი იქნას შერჩევის პროცესის მიმდინარეობისას გადაწყვეტილებების უტყუარობა და ობიექტურობა”, – აცხადებს ODIHR.