ახალი ამბები

თეა წულუკიანი და მაია ცქიტიშვილი ვიცეპრემიერები იქნებიან

13 სექტემბერი, 2019 • 1462
თეა წულუკიანი და მაია ცქიტიშვილი ვიცეპრემიერები იქნებიან

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცეპრემიერების პოსტზე თეა წულუკიანი და მაია ცქიტიშვილი დანიშნა.

“მოგეხსენებათ, ეს ადამიანები ჩვენი გუნდის ძველი და გამოცდილი წევრები არიან. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გუნდს უფრო გააძლიერებენ”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერი ამბობს, რომ მთავრობის სხდომები ყოველ ხუთშაბათს, 10:00 საათზე ჩატარდება.

თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრია, მაია ცქიტიშვილი კი – ინფრასტრუქტურის.

გახარია პრემიერის რანგში პირველად უძღვება მთავრობის სხდომას.

მასალების გადაბეჭდვის წესი