ახალი ამბები

კოჟორიძე ადასტურებს, რომ ხაზარაძის მოძრაობაში იქნება

12 სექტემბერი, 2019 • 1246
კოჟორიძე ადასტურებს, რომ ხაზარაძის მოძრაობაში იქნება

იურისტი კახა კოჟორიძე ადასტურებს, რომ მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულ მოძრაობაში იქნება. ამის შესახებ მან ანაკლიაში განაცხადა, სადაც 12:00 საათზე მოძრაობის პრეზენტაცია უნდა გაიმართოს.

კოჟორიძე საიას ყოფილი თავმჯდომარეა, ის გიორგი მარგველაშვილის მრჩევლადაც მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

უკვე ცნობილია, რომ მამუკა ხაზარაძის სამოქალაქო მოძრაობის სპიკერი ასევე საიას ყოფილი თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი იქნება. ახალ სახეებზე ნეტგაზეთი ანა ნაცვლიშვილსაც ესაუბრა. მანაც გვითხრა, რომ ყველაფერს მალე გავიგებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი