გამოძიების ცნობით, 2013 წლის 22 მარტს ქ. ბათუმის მერიასა და შპს „ტონი და კომპანიას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება “ჟილინის არხის” სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ და ავანსის სახით კომპანიას ჩაერიცხა 1 289 972 ლარი.

 

“ბრალდებულმა, ნაცვლად იმისა, რომ განეხორციელებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და არამიზნობრივად გაფლანგა 1 181 000 ლარი, რითაც დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი მიაყენა ქ. ბათუმის მერიას და სადაზღვეო კომპანია „უნისონს“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. 

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან  11 წლამდე პატიმრობას.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *