ახალი ამბები

კალაძე “დოიჩე ველეს“ სტატიას, სადაც გახარია “მოსკოვის კაცადაა“ მოხსენებული, შეკვეთილს უწოდებს

10 სექტემბერი, 2019 • 939
კალაძე “დოიჩე ველეს“ სტატიას, სადაც გახარია “მოსკოვის კაცადაა“ მოხსენებული, შეკვეთილს უწოდებს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, გერმანული მედიასაშუალება “დოიჩე ველეს“ სტატია, სადაც გიორგი გახარისს “მოსკოვის კაცად“ მოიხსენიებენ, ოპონენტების მიერაა შეკვეთილი.

კალაძის თქმით, ის, რომ სტატია შეკვეთილია, მისთვის აშკარაა და პუბლიკაციის შინაარსიდან იკვეთება.

“ეს იყო შეკვთილი სტატია, ეს აშკარა არის, იკვეთება იმ შინაარსისგან, რაც იყო მიწოდებული. თუმცა შემდეგ მოჰყვა მათი მხრიდან განმარტებები. ჩვენ ბევრი გვინახავს ასეთი შეკვეთილი სტატიები, ეს პირველი არ არის და ალბათ, არც უკანასკნელი“.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ ვის მიერ არის სტატია შეკვეთილი, კალაძე “ქართული ოცნების“ ოპონენტებს ასახელებს.

გამოქვეყნების შემდეგ “დოიჩე ველემ“ სტატიაში ჩაამატა, რომ “რუსეთის კაცად“ გახარიას ქვეყნის ოპოზიცია მოიხსენიებს, თუმცა თავდაპირველად ეს შენიშვნა სტატიაში არ იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი