ახალი ამბები

კომპანიის FB გვერდს უკანონოდ იყენებენ – რ2

10 სექტემბერი, 2019 • 2122
კომპანიის FB გვერდს უკანონოდ იყენებენ – რ2

“უკვე რამდენიმე დღეა რუსთავი 2-ის Facebook გვერდზე სისტემატურად ჩნდება პოსტები, რომელსაც სამაუწყებლო კომპანიის ასიათასობით მომხმარებლი შეცდომაში შეჰყავს”. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც რუსთავი 2 მისი ვებგვერდის მეშვეობით ავრცელებს.

“რუსთავი2-ს სურს შეატყობინოს საზოგადოებას, რომ მიუხედავად არაერთი კანონიერი მოთხოვნისა, არხი ამ დრომდე ვერ ახერხებს საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსისგან დაიბრუნოს ადმინისტრატორის უფლებები. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, პაატა სალია აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა სოციალური ქსელის ადმინისტრაციას და დაწყებულია შესაბამისი პროცედურები. სალიას თქმით, თავად ყოფილი საინფორმაციოს სამსახურის ყოფილი უფროსის ქმედებები არის უპასუხისმგებლო და შესაძლოა შეიცავდეს კიბერდანაშულის ნიშნებს”, – ვკითხულობთ ტელეკომპანიის განცხადებაში.

არხის განცხადებას რ2-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა ნოდარ მელაძემ უპასუხა.

“ტყუილია 1 – რუსთავი 2 ვებზე მომუშავე ყველა ყოფილი და მოქმედი თანამშრომელი არის ამ დრომდე ამ გვერდის რედაქტორი, შედით და ნახეთ სეთინგებში, რა ლაივი გავუშვი პირადად მე – პასუხი არცერთი.

ტყუილია 2 – ამ დრომდე, არ მიმიღია არცერთი ოფიციალური შეტყობინება, ვის, როდის და რა ფორმით უნდა გადავაბარო ეს გვერდი. არ მომსვლია არც სმს, არც წერილი , არც მეილი. შედგა მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია, ისიც ზოგადი შინაარსის ეიჩართან და პასუხიც მიიღო.

“უპასუხისმგებლობა” – Paata Salia ამას განცხადებაში ჩემზე წერთ? ეს ტექსტი ალბათ თქვენი დაწერილი არ არის. უპასუხისმგებლობაზე და დანარჩენ ბევრზე შემიძლია უფრო მეტი გელაპარაკოთ. ამ პოსტს გავარგძელება ექნება, ახლა არ მცალია. დაიწყეთ? ახლა მეც ვისაუბრებ ბევრს….”, – წერს მელაძე საპასუხო კომენტარში.

მასალების გადაბეჭდვის წესი