ახალი ამბები

ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 85 წლის კაცს გირაო შეეფარდა

9 სექტემბერი, 2019 • 653
ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 85 წლის კაცს გირაო შეეფარდა

ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის კაცი, რომელსაც პროკურატურამ ივლისში მკვლელობის ბრალდება მოუხსნა, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

2000-ლარიანი გირაო აღკვეთის სახით ბრალდებულს დღეს, 9 სექტემებერს თელავის სასამართლომ შეუფარდა.

მიმდინარე წლის 24 ივლისს პროკურატურაში განაცხადეს, რომ დაკავებულს ბრალი დაუზუსტდა და ამჟამად ბრალი ედება „მკვლელობაში დახმარებაში, რაც ამ მიზნით დანაშაულის იარაღის სხვა პირისთვის გადაცემაში გამოიხატა“. მას ასევე ბრალად ედება სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა.

საუბარია 3 მაისის მომხდარ მკვლელობებზე. იმავე დღეს ყანდაურაში დააკავეს 85 წლის კაცი, რომელსაც ოთხი ადამიანის მკვლელობას ედავებოდნენ — შვილის, რძლისა და ორი მეზობლის.

მასალების გადაბეჭდვის წესი