ახალი ამბები

გახარია ანაკლიის განვითარების წინააღმდეგი იყო – ხაზარაძე

9 სექტემბერი, 2019 •
გახარია ანაკლიის განვითარების წინააღმდეგი იყო – ხაზარაძე

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ გიორგი გახარიას პრემიერობის პირობებში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას პერსპექტივა არ აქვს.

მეტიც, ხაზარაძე ირწმუნება, რომ სინამდვილეში პრემიერი გახარია ანაკლიის პორტის მშენებლობას ეწინააღმდეგება. ტვ პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში თიბისი ბანკის დამფუძნებელმა Deutsche Welle-ს სტატიაც ახსენა და თქვა, რომ გახარიასთვის “მოსკოვის კაცად” მოხსენიებას ისიც ეთანხმება.

“სამწუხაროდ, გიორგი გახარიას პრემიერობის პირობებში ანაკლიის პორტის ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ. დღეს Deutsche Welle-მ  ძალიან კარგი სტატია დაწერა და მას [გიორგი გახარიას] “მოსკოვის კაცი” უწოდა, რასაც სრულიად ვიზიარებ, რადგან მთელი ამ პროცესის დროს რამდენჯერაც მას შევხვდი, ის ანაკლიის განვითარების წინააღმდეგი იყო. ამას სხვადასხვა, მათ შორის კომერიცული მიზეზებით ხსნიდა. მაგალითად, ის, რომ  ანაკლიის პორტი კომერციულად არ ვარგა. მათ არ ესმით ქვეყნის განვითარების პერსპექტივა და ეს პრობლემაა”,-ამბობს ხაზარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი