შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომ ამ რვა ქალიდან 4 სრულად გათავისუფლდება და დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, ოთხს – სასჯელი გაუნახევრდება.
„კომისიამ გასულ კვირას დაასრულა მუშაობა და პრეზიდენტს დადებითი რეკომენდაციის მქონე მსჯავრდებულების სია წარუდგინა, პრეზიდენტმა განიხილა მათი საქმეეები და დედის დღესთან დაკავშირებით შეიწყალა 8 მსჯავრდებული ქალბატონი. უახლოეს დღეებში გამოიცემა შეწყალების აქტი იმ მსჯავრდებულებისათვის, რომელთა საქმეზეც კომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა“, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ოთხი შეწყალებული ქალბატონი დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას.