ახალი ამბები

გიგა ბოკერია vs გიორგი გახარია პარლამენტში გავრილოვის ვიზიტზე [ვიდეო]

6 სექტემბერი, 2019 • 4881
გიგა ბოკერია vs გიორგი გახარია პარლამენტში გავრილოვის ვიზიტზე [ვიდეო]

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, პარლამენტარმა გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას კითხვები დაუსვა რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით.

ბოკერია გახარიას ეკითხებოდა, იცოდა თუ არა მან, რომ გავრილოვი უნდა ჩასულიყო საქართველოში; იცოდა თუ არა, რომ გავრილოვს საქართველოს მიმართ მტრული დამოკიდებულებები ჰქონდა, იცნობდა თუ არა კანონს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, არ შემოუშვას სხვა ქვეყნის მოქალაქე ქვეყანაში, თუკი მისი ყოფნა საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას და თუ „საგარეო პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა“ და ა.შ..

კითხვაზე, იცოდა თუ არა, რომ კანონის ეს ორი პუნქტი აძლევდა ხელისუფლებას საშუალებას, საქართველოში არ შემოეშვათ სერგეი გავრილოვი, გახარიამ უპასუხა: „ეს ორი პუნქტი საშუალებას გვაძლევდა“…

ნახეთ გიორგი გახარიას პასუხები:

მასალების გადაბეჭდვის წესი