ახალი ამბები

ფოტოჟურნალისტი აღმოსავლეთ უკრაინაში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა

1 მარტი, 2015 • 1043
ფოტოჟურნალისტი აღმოსავლეთ უკრაინაში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა

როგორც “Сегодня” იუწყბა, ნიკოლაევი კრასნოარმისკის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა ქირურგმა განაცხადა, რომ მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები ჰქონდა.

kyivpost წერს, რომ აფეთქება დონეცკის აეროპორტიდან 1,5 კილომეტრში მოხდა. აეროპორტს ახლა პრორუსი სეპარატისტები აკონტროლებენ.

 

ნიკოლაევი სხვადასხვა დროს კონფლიქტის ზონებს აშუქებდა, მათ შორის საქართველოში, ლიბიაში, სირიასა და სომალიში. 2008 წლის აპრილიდან ნიკოლაევი გაზეთ “Сегодня”–ს ფოტოკორესპონდენტად მუშაობდა. ის 43 წლის იყო და ერთი შვილი – 20 წლის გოგონა დარჩა.

 

სერგეი ნიკოლაევი გახდა პირველი უკრაინელი ჟურნალისტი, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მოკლეს. ამ კონფლიქტს მის გარდა 6 ჟურნალისტი შეეწირა- 5 რუსეთიდან, ერთი კი, იტალიიდან.

ფოტოჟურნალისტი სერგი ნიკოლაევი სოფელ პესკიში, დონეცკის აეროპორტის მახლობლად. ფოტო გადაღებულია 2015 წლის 28 თებერვალს. © EPA
ფოტოჟურნალისტი სერგი ნიკოლაევი სოფელ პესკიში, დონეცკის აეროპორტის მახლობლად. ფოტო გადაღებულია 2015 წლის 28 თებერვალს. © EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი