ახალი ამბები

მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტები პარლამენტში დღესაც არ შეუშვეს

6 სექტემბერი, 2019 • 1048
მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტები პარლამენტში დღესაც არ შეუშვეს

მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტები პარლამენტში დღესაც არ შეუშვეს. მათი თქმით, შესაბამისი საშვები დაშვებული იყო და სურდათ, გიორგი გახარიასთვის კითხვები დაესვათ, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ საშვთა ბიუროში პროგრამული ხარვეზია.

ცოტა ხნის წინ პარლამენტიდან ენმ-ის დეპუტატი თინა ბოკუჩავაც გამოვიდა და დაცვას მიმართა, რატომ არ უშვებენ შენობაში აქციის საშვიან მონაწილეებს. მისი მცდელობა, აქტივისტებს პარლამენტში შესვლაში დახმარებოდა, უშედეგოდ დასრულდა.

“სირცხვილიას” მონაწილეები ამ დრომდე რჩებიან შენობასთან. ისმის მუსიკა: “როცა ბავშვებს ხვდებათ ტყვია, გახარიას უხარია”.

პარლამენტში ოპოზიციური ფრაქციები პრემიერობის კანდიდატ გიორგი გახარიას და მინისტრობის კანდიდატებს ხვდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი