თბილისში, თემქის დასახლებაში მდებარე კორპუსის ბინაში ხანძრის შემდეგ, ადგილზე მისულმა მაშველებმა ხანში შესული ქალის ცხედარი იპოვეს. გამოძიება მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.
შეტყობინება ბინაში გაჩენილ ცეცხლთან დაკავშირებით 112-ში დღეს, 5 სექტემბერს, დილის საათებში შევიდა. მაშველებმა ხანძარი ჩააქრეს, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად ბინის დათვალიერების შემდეგ კი ადგილზე ქალის ცხედარი იპოვეს. მას თავის არეში დაზიანება აღენიშნება, თუმცა უცნობია, რა სახის ჭრილობაზეა საუბარი.
უკვე ჩაინიშნა ექსპერტიზები, ასევე მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა.
როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.