ახალი ამბები

კილაძის თქმით, სამხედრო წარმოება ლარს გაამყარებს

5 სექტემბერი, 2019 • 2017
კილაძის თქმით, სამხედრო წარმოება ლარს გაამყარებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე აცხადებს, რომ სამხედრო წარმოება, რომლის შესახებაც თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ისაუბრა, ლარის გამყარებას დაეხმარება.

“ჩვენთვის დასაქმება, სამუშაო ადგილების შექმნა, ლარის სიმყარის შენარჩუნება, არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც პირდაპირ გადის ჩვენი მოქალაქეების ჯიბეებზე. და თუ ჩვენ გვექნება რაღაც კუთხით წარმოება და განვავითარებთ სამხედრო წარმოებას, სადაც დასაქმდებიან ჩვენი მოქალაქეები, სადაც ჩვენი საჭიროებიდან გამომდინარე საბრძოლო მასალას ვიყიდით, ეს ლარს უფრო მეტად გაამყარებს, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება”, – ამბობს სოფო კილაძე.

უნდა აღვადგინოთ სამხედრო თვითმფრინავების წარმოება – ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი