თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველომ სამხედრო თვითმფრინავების წარმოება უნდა აღადგინოს. ამის შესახებ მან პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.
“მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველი იყო ერთ-ერთი გამონაკლისი, სადაც მაღალტექნოლოგიური საწარმო არსებობდა. დღესაც არსებობს ე.წ. 31-ე ქარხანა, სადაც ჩვენ ვუშვებდით სამხედრო თვითმფირნავებს. საბედნიეროდ, ქვეყანაში ჯერ კიდევ გვაქვს ინტელექტუალური რესურსი. ის ადამიანები, ვინც მუშაობდნენ ამ ინტელექტუალური პროდუქციის შექმნაზე, ჯერ კიდევ ცხოვრობენ ქვეყანაში. ვაპირებ ამ საკითხის დასმას მთავრობაში. უნდა აღვადგინოთ სამხედრო თვითმფრინავების წარმოება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.