ახალი ამბები

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტთა ხუთეული ცნობილია

5 სექტემბერი, 2019 •
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტთა ხუთეული ცნობილია

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეული ცნობილია. ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  1. გიორგი ჭაუჭიძე – ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებელი მარნეულის მე-2 საჯარო სკოლაში;
  2. ნათია კურტანიძე – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიების მასწავლებელი;
  3. მაია მენაბდე – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. საქმიანობს ბათუმის მე-3 საჯარო სკოლასა და კერძო სკოლაში “შპს განათლება”. მასთან გაზეთმა “ბათუმელებმა” ინტერვიუ მიმდინარე წლის ივნისში ჩაწერა.
  4. თამარ ადამია – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი. საქმიანობს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერისა და თბილისის 26-ე საჯარო სკოლებში.
  5. ქეთევან მერებაშვილი – გეოგრაფიის პედაგოგი სკოლა ლიცეუმში “პრომეთე”.

გამარჯვებული პრიზად 10 ათას ლარს მიიღებს.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წელს დაარსდა. გამარჯვებული პედაგოგი მასწავლებელთა საერთაშორისო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. საერთაშორისო კრიტერიუმების მიხედვით, ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი უნდა გამოირჩეოდეს კრეატიულობით, განსხვავებული, წარმატებული სწავლის მეთოდებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი