ახალი ამბები

იმედი მაქვს, ეს მხოლოდ სტანდარტული ბაქიბუქია – ჯაფარიძე ღარიბაშვილს პასუხობს

5 სექტემბერი, 2019 • 2468
იმედი მაქვს, ეს მხოლოდ სტანდარტული ბაქიბუქია – ჯაფარიძე ღარიბაშვილს პასუხობს

პარტია “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პასუხობს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, “გირჩის” ინიციატივით დაფუძნებული “ბიბლიური თავისუფლება” სექტად მოიხსენია.

“ბიბლიური თავისუფლება” ორგანიზაციაა, რომელიც წვევამდელებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გაწვევის საშუალებას აძლევს. ღარიბაშვილმა ის პარლამენტში გამოსვლისას გააკრიტიკა.

ჯაფარიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ საპასუხო განცხადებაში წერს:

“ცოტა ხნის წინ პარლამენტში თქვი, ბიბლიური თავისუფლება სექტაა, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის უსაფრთხოებასო

8 წელია გიყურებ და შენთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას რომ აზრი არ აქვს, ვიცი.

ამიტომ, იმედი მაქვს, ეს მხოლოდ სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია, რომელიც ასავალ-დასავალის მკითხველ ელექტორატზეა გათვლილი

ასეთ შემთხვევაში, შენ და მეორე ირაკლიმ, რომელიც ასევე ვითომ ქვეყანაზე ზრუნავს, გადაა…თ ერთმანეთს

მაგრამ, თუ მართლა რამე ნაბიჯების გადადგმას აპირებ, რომ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო – ასავალ-დასავალში გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროს სადარბაზოს შესასვლელთან”.

“ძირგამომთხრელი საქმიანობა ქვეყნისთვის ” – ღარიბაშვილი გირჩის “ბიბლიურ თავისუფლებაზე”

მასალების გადაბეჭდვის წესი