ახალი ამბები

მთავრობის დამტკიცებაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მოსამართლეთა სიაა – ბესელია

4 სექტემბერი, 2019 • 822
მთავრობის დამტკიცებაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მოსამართლეთა სიაა – ბესელია

პარლამენტის წევრი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა სია პარლამენტმა უნდა ჩააგდოს. მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატებისგან მხოლოდ 3-4 მოსამართლის არჩევა შეიძლება, ისიც იმიტომ, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კოლეგიები შეივსოს.

“ვენეციიის კომისია რეკომენდაციაში ამბობს, რომ ამ პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოცივე კანდიდატი არ აირჩიოს. რეკომენდაციით მხოლოდ იმდენი მოსამართლე უნდა შეირჩეს, რამდენიც სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის იქნება საკმარისი. მათ თქვეს, რომ დანარჩენი მოსამართლეები ახალ პარლამენტს აერჩია. ეს ოცკაციანი სია კრიტიკას ვერ უძლებს. ამ სიაში დაახლოებით 8-9 მოსამართლე ე.წ ჩინჩალაძის კლანის წევრია. დეკემბერში, როცა ის 10-კაციანი სია კომიტეტზე არ გამოვიტანე, მაშინ ე.წ კლანი დამარცხდა. ახლაც აქვს შანსი პარლამენტს… ასეთი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება [პარლამენტისთვის], თქვენ წარმოიდგინეთ, მთავრობის დამტკიცებაც კი არ არის, რადგან მთავრობა შეიცვლება, ეს ხალხი კი უვადოდ ინიშნება სასამართლოში”,-აცხადებს ბესელია “პალიტრანიუსის” ეთერში.

ცნობილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საბოლოო სია, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო განსახვილველად პარლამენტს გაუგზავნის. საბოლოო სიაში მოხვდნენ მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე, მისი მოადგილე მამუკა ვასაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე და ა.შ. სულ 20 კანდიდატი.

თადუმაძე, მიქაუტაძე და სხვები – უზენაესის მოსამართლეობის საბოლოო კანდიდატების სია

მასალების გადაბეჭდვის წესი