ახალი ამბები

თადუმაძე, მიქაუტაძე და სხვები – უზენაესის მოსამართლეობის საბოლოო კანდიდატების სია

4 სექტემბერი, 2019 • 1460
თადუმაძე, მიქაუტაძე და სხვები – უზენაესის მოსამართლეობის საბოლოო კანდიდატების სია

ცნობილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საბოლოო სია, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო განსახვილველად პარლამენტს გაუგზავნის. საბოლოო სიაში მოხვდნენ მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე, მისი მოადგილე მამუკა ვასაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე და ა.შ. სულ 20 კანდიდატია.

კენჭისყრაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 12 წევრი მონაწილეობდა, თუმცა 12 ხმა არცერთ კანდიდატს არ მიუღია. პარლამენტისათვის წარსადგენ სიაში მოსახვედრად საჭირო იყო მინიმუმ 10 ხმა.

საბოლოო სია

1) თამარ ალანია (მოქმედი მოსამართლე) – 11 წევრი დაეთანხმა, 1 წინააღმდეგ წავიდა;

2) მერაბ გაბინაშვილი (მოქმედი მოსამართლე) – 11 წევრი დაეთანხმა, 1 წინააღმდეგ წავიდა;

3) შოთა გეწაძე (მოქმედი მოსამართლე) – 11 წევრი დაეთანხმა, 1 წინააღმდეგ წავიდა;

4) მირანდა ერემაძე (მოქმედი მოსამართლ) – 10 წევრი დაეთანხმა, 1 წინააღმდეგ წავიდა, 1 ბიულეტენი გაბათილდა;

5) მამუკა ვასაძე (გენპროკურორის მოადგილე) – 10 წევრი დაეთანხმა, 2 წინააღმდეგ წავიდა;

6) მაია ვაჩაძე (მოქმედი მოსამართლე) – 11 წევრი დაეთანხმა, 1 წინააღმდეგ წავიდა;

7) თამარ ზამბახიძე (მოქმედი მოსამართლე) – 11 წევრი დაეთანხმა, 1 წინააღმდეგ წავიდა;

8) შალვა თადუმაძე (გენერალური პროკურორი) – 10 წევრი დაეთანხმა, 2 წინააღმდეგ წავიდა;

9) ზაზა თავაძე (საკონსტოტუციო სასამართლოს თავმჯდომარე) – 10 წევრი დაეთანხმა, 1 წინააღმდეგ წავიდა, 1 ბიულეტენი გაბათილდა;

10) ვლადიმერ კაკაბაძე (მოქმედი მოსამართლე) – 10 წევრი დაეთანხმა, 2 წინააღმდეგ წავიდა;

11) ლევან მიქაბერიძე (მოქმედი მოსამართლე) – 10 წევრი დაეთანხმა, 2 წინააღმდეგ წავიდა;

12) გიორგი მიქაუტაძე (მოქმედი მოსამართლე)- 11 წევრი დაეთანხმა, 1 წინააღმდეგ წავიდა;

13) პაატა სილაგაძე (მოქმედი მოსამართლე) – 10 წევრი დაეთანხმა, 1 წინააღმდეგ წავიდა, 1 ბიულეტენი გაბათილდა;

14) ნუგზარ სხირტლაძე (მოქმედი მოსამართლე) – 11 წევრი დაეთანხმა, 1 წინააღმდეგ წავიდა;

15) ლალი ფაფიაშვილი (საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრი) – 11 წევრი დაეთანხმა, 1 წინააღმდეგ წავიდა;

16) ნინო ქადაგიძე (მოქმედი მოსამართლე) – 11 წევრი დაეთანხმა, 1 წინააღმდეგ წავიდა;

17) ლაშა ქოჩიაშვილი (მოქმედი მოსამართლე) – 11 წევრი დაეთანხმა, 1 წინააღმდეგ წავიდა;

18) ქეთევან ცინცაძე (იუსტიციის საბჭოს თანამშრომელი, დამოუკიდებელი ინსპექტორი)- 10 წევრი დაეთანხმა, 2 წინააღმდეგ წავიდა;

19) ალექსანდრე წულაძე (თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი) – 10 წევრი დაეთანხმა, 2 წინააღმდეგ წავიდა;

20) გოჩა ჯეირანაშვილი (მოქმედი მოსამართლე) – 10 წევრი დაეთანხმა, 2 წინააღმდეგ წავიდა.

აღნიშნული 20 კანდიდატიდან 5 ფიგურირებდა ძველ 10-კაციან სიაში, რომელსაც საზოგადოებაში აზრთა სხვადაასხვაობა მოჰყვა. ესენი არიან:

  • გიორგი მიქაუტაძე;
  • ნინო ქადაგიძე;
  • პაატა სილაგაძე;
  • მერაბ გაბინაშვილი;
  • თამარ ალანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი