ახალი ამბებირეკლამა

სამტრედიაში ხანძრის ლიკვიდაციაში რკინიგზის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ

4 სექტემბერი, 2019 • 675
სამტრედიაში ხანძრის ლიკვიდაციაში რკინიგზის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ

სამტრედიაში, ნავთობბაზაზე გაჩენილი ხანძარი სს „საქართველოს რკინიგზის“ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის აქტიური მონაწილეობით ლიკვიდირებულია.

რკინიგზის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში მონაწილეობა  მიიღეს და გამოიჩინეს მაღალი პროფესიონალიზმი.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა – საწვავით სავსე, 1000-ტონიან რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა. არსებობდა ხანძრის სხვა რეზერვუარებზე გავრცელების საფრთხეც.

ხანძრის ლოკალიზებაში მეხანძრე-მაშველებთან ერთად სს „საქართველოს რკინიგზის“ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლების ოპერატიული რეაგირების შედეგად ხანძარი ლიკვიდირებულია და ცეცხლის კერების გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი