ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დევნილთა ბინებისთვის ბიუჯეტიდან 200 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება – მთავრობა

4 სექტემბერი, 2019 • 1313
დევნილთა ბინებისთვის ბიუჯეტიდან 200 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება – მთავრობა

“2019-2020 წლებში დევნილთა ბინებით უზრუნველყოფაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება 200 მლნ. ლარზე მეტი”, – ნათქვამია 2019-2020 წლის სამთავრობო პროგრამაში, რომელიც გიორგი გახარიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა დღეს, 4 სექტემბერს პარლამენტში წარადგინა.

“ხელისუფლება გაააქტიურებს დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ეფექტიან პოლიტიკას. გაგრძელდება დევნილი ოჯახებისათვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, ასევე „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში მოხდება დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების შეძენა. გაგრძელდება კერძო მესაკუთრეებისგან იმ საცხოვრებელი ფართების გამოსყიდვა, რომლებიც დევნილებს აქვთ დაკავებული. დაიხურება ყველა ნგრევადი, სიცოცხლისათვის საშიში ობიექტი, რომელზეც არსებობს შესაბამისი საექსპერტო დასკვნა.

გაძლიერდება სახელმწიფოს მხრიდან დევნილებისთვის საარსებო წყაროებზე წვდომის, მცირე სამეწარმეო საქმიანობისა და დევნილთა კოოპერაციის ხელშეწყობა”, – ვკითხულობთ პროგრამაში.

კონკრეტულად რამდენით იზრდება დევნილთა ბინებისთვის ბიუჯეტი 2020 წელს, აღნიშნულ პროგრამაში გაწერილი არ არის, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2019 წელს ოფიციალური მონაცემებით 107.8 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, 2020 წელსაც დაახლოებით იგივე თანხაა გათვალისწინებული.

დევნილები დაიღალნენ ბინების ლოდინით – ელიკო ბენდელიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი