ახალი ამბებირეკლამა

მერაბ ხალვაში: ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციის პროცესს ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი

4 სექტემბერი, 2019 • 1632
მერაბ ხალვაში: ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციის პროცესს ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი

მერაბ ხალვაში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი:

თუ ადამიანმა დანაშაულისთვის სასჯელი მოიხადა, რატომ უნდა იყოს მთელი ცხოვრება შეზღუდული? თუმცა არსებობს საჯარო სამსახურები, სადაც ყოფილი პატიმრები ვერ მუშაობენ. მათი რესოციალიზაციის პროცესს ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი, ახალი დანაშაულისკენ არ უნდა ვუბიძგოთ. სასიკეთო, საზოგადოებრივი საქმის კეთებაში უნდა დავეხმაროთ.

ყოფილ პატიმრებთან დაკავშირებული სტერეოტიპები ჩვენს საზოგადოებაში უხვადაა. ამას ვერ დავმალავთ. სტიგმით იზოლაციაში თუ მოვაქცევთ ყოფილ პატიმრებს, ეს დამოკიდებულება საზოგადოებისთვისვე იქნება საზიანო. რამდენიმე ყოფილი პატიმარი, მაგალითად, ჩვენს უნივერსიტეტშიც ასწავლის და პროფესორია, ლექციებს კითხულობს. ერთხელ სასჯელის მოხდა საკმარისი საზღაურია, საზოგადოებას ჩვეულებრივ მოქალაქედ რომ დაუბრუნდე.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი