აბასთუმაში შუა ხნის მუშას თავში სამშენებლო მასალა დაეცა და დაშავდა. ინფორმაცია თავდაპირველად „სამხრეთის კარიბჭემ“ გაავრცელა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლი).
ის ახალციხის რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის პრესსამსახურში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ დაშავებული კონტაქტურია, ჩაუტარდა კვლევები, რომლის შედეგადაც შინაგანი ორგანოების დაზიანება არ დაფიქსირებულა,; ამჟამად, 19:20 საათის მდგომარეობით, ის კვლავ მიმღებშია და დაკვირვების ქვეშ არის.