ახალი ამბები

“ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის პარალელურად აქცია “სირცხვილია” იმართება

3 სექტემბერი, 2019 • 1071
“ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის პარალელურად აქცია “სირცხვილია” იმართება

“ქართული ოცნების” ოფისში ამ წუთებში [09:30] მიმდინარეობს პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სად მამუკა ბახტაძის გადადგომის შემდგომ ახალი პრემიერის კანდიდატურაზე მსჯელობენ. სწორედ ამ სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, ვინ იქნება ბახტაძის შემცვლელი.

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის პარალელურად პარტიის ოფისთან იმართება აქცია “სირცხვილია”, რომლის მონაწილეებიც უკვე 2 თვეზე მეტია, მართავენ აქციებს შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით. როგორც აქტივისტები ამბობენ, 20-21 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ უნდა გადამდგარიყო გიორგი გახარია და თუ გახარია ახალი პრემიერი იქნება, ეს იქნება მისი დაწინაურება და, შესაბამისად, მთელი გუნდი იქნება პასუხისმგებელი მის ქმედებებზე.

გარდა ამისა, “სირცხვილიას” მონაწილეები 11 საათიდან შეკრებას აპირებენ პარლამენტთან, სადაც ყველა შესასვლელთან მოაწყობენ “სირცხვილის კორიდორს”. საკანონმდებლო ორგანოში სწორედ დღეს იხსნება საშემოდგომო სესია.

მასალების გადაბეჭდვის წესი