თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ნებართვის გარეშე მედიის წარმომადგენლებს უფლება არ აქვთ სამხედრო ფორმირებების ტერიტორიებზე შევიდნენ.
აღნიშნული პუნქტებიდან ადგილობრივი მცხოვრებლების შესახებ რეპორტაჟის ან ახალი ამბის მოსამზადებლად საჭიროა აღმასრულებელ ხელუსფლებას ნებართვის ასაღებად დაუკავშირდე. იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტი რეპოტაჟში სამხედრო თემას ეხება, მასზე მუშაობის ნებართვას უშუალოდ თავდაცვის სამინისტრო გასცემს.
დაკვირვებითა და ადგილობრივი მოსახლეობის მონათხრობით ირკვევა, რომ ამ განკარგულებას მთელი სიმკაცრით ასრულებენ. ამოწმებენ თითოეულ პიროვნებას, ვისაც სოფელში შესვლის სურვილი აქვს.
იმ ჟურნალისტებს, ვისაც სოფლებში შესვლის ნებართვას არ აძლევენ, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ხელმოწერილ განკარგულებას აცნობენ.
2014 წლის აგვისტოში სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო ძალებს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი საომარ მდგომარეობაში გადაიზარდა. აზერბაიჯანის მხრიდან 11 სამხედრო პირი დაიღუპა. ადგილობრივი წყაროების ცნობით, სომხეთის არმიამ დაახლოებით 70 ჯარისკაცი დაკარგა. აგვისტოს მოვლენების შემდეგ პრეზინდეტმა ალიევმა უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად ამ ტერიტორიებზე განკარგულება გამოსცა. ეს განკარგულება ასევე განსაზღვრავს მედიის ქცევის წესებსაც ამ ტერიტორიებზე. განკარგულებაში ნათქვამია, რომ “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” კანონის შესაბამისად, აუცილებელია მიღებული იყოს გარკვეული ზომები მედიაში, ინტერნეტ-რესურსებში, მათ შორის სოციალურ ქსელებში სამხედრო სფეროსთან და სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საკითხების გავრცელების შეზღუდვის მიზნით.
თუმცა ამ დრომდე არ არსებობს პროტოკოლის რაიმე აქტი, რომელიც საერთაშორისო ან ადგილობრივი მედიის ქცევის ნორმებს განსაზღვრავს ასეთ ადგილებში. ცეცხლის შეწყეტის რეჟიმის დარღვევა ფრონტისპირა სოფლებში, მშვიდობიანი მოსახლეობისა და მათი სახლების მისამართით ცეცხლის გახსნა, ადამიანების სიკვდილი ან დაჭრა არ მიეკუთვნება სამხედრო საიდუმლოების კატეგორიას, თუმცა მსგავსი ინფორმაციის გავრცელება მაინც შეიზღუდა.
![]() |
| |