ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევის კრიტიკის გამო აზერბაიჯანელ ბლოგერს რუსეთიდან აძევებენ

2 სექტემბერი, 2019 • 1313
ალიევის კრიტიკის გამო აზერბაიჯანელ ბლოგერს რუსეთიდან აძევებენ

ვიდეობლოგერ ელვინ ისაევს, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებას აკრიტიკებდა, რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნიდან გააძევებენ.

სასამართლოს გადაწყვეტილების ოფიციალური საფუძველი, ისაევის რუსული პასპორტი, რომელიც ჯერ კიდევ 2001 წელს მიიღო, ყალბი აღმოჩნდა.

ამჟამად ბლოგერი რუსეთში დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და ბაქოში დეპორტაციას ელის.

ბლოგერის ცოლი, ელვინა ისაევა აცხადებს, რომ მისი ქმრის მიმართ დევნის მიზეზი აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკა გახდა.

“ის საკუთარ ბლოგებში ცდილობდა საზოგადოებისთვის მოეთხრო ის, რაც ხდება აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. სწორედ ამიტომ იყო გაბრაზებული მასზე აზერბაიჯანის ხელისუფლება. ძალიან ბევრჯერ სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდნენ”.

აზერბაიჯანში თავისუფალი ჟურნალისტების დევნამ განსაკუთრებით ბოლო წლებში სისტემური ხასითი მიიღო. ალიევის რეჟიმმა არაერთი დამოუკიდებელი ჟურნალისტი დააპატიმრა და სხვადასხვა ბრალდებით გაასამართლა. აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ არალოიალური მედიის წარმომადგენლებისა და მედიაორგანიზაციების ნაწილი იძულებული გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ და საქმიანობა სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში გაეგრძელებინათ. ერთ-ერთი მათგანი ჟურნალისტი აფგან მუხთარლია, რომელიც 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფება.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი