ახალი ამბები

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარი თითქმის სამი ლარი ღირს

2 სექტემბერი, 2019 • 1120
კომერციულ ბანკებში ერთი დოლარი თითქმის სამი ლარი ღირს

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარი თითქმის სამი ლარი ღირს. საქართველოს ბანკში ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.99 ლარად არის შესაძლებელი, თიბისი ბანკში კი ერთი დოლარი სამი ლარი ღირს. 2.99 ლარად ჰყიდის ერთ დოლარს პროკრედიტ ბანკიც.

დღეს, 2 სექტემბერს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.94 ლარია, თუმცა 14:44 საათისთვის ბლუმბერგზე ერთში აშშ დოლარი 2.96 ლარად ივაჭრება.

როგორც ცნობილია, ბანკთაშორის ბაზარზე ვაჭრობა ბლუმბერგიის სისტემაში მიმდინარეობს. დადებულ გარიგებათა გათვალისწინებით გამოითვლება ლარის საშუალო შეწონილი კურსი აშშ დოლარის მიმართ, რომელიც ცხადდება ოფიციალურ გაცვლით კურსად შემდგომი დღისთვის. ლარის ახალ გაცვლით ოფიციალურ კურსს ეროვნული ბანკი დღის ბოლოს გამოაქვეყნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი