ალექს ჩიღვინაძე: ადამიანს უკეთესობისკენ სასჯელი კი არა, სასჯელის შემდეგ მიცემული შანსი შეცვლის

ალექს ჩიღვინაძე, მწერალი:

შემიხედავს ადამიანისთვის ან გამოვლაპარაკებივარ და მივარაუდია, რომ ციხიდან ახალგამოსულია. ძალიან ხშირად ჩემი ვარაუდი გამართლებულა. შეიძლება ესაა “ნაციხარის” სტიგმა. თითქოს მათგან კიდევ უფრო მეტი უიმედობა და უპერსპექტივობა იგრძნობა, რაშიც ისეც ჩაფლულია ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა.

ციხე უბრალოდ ჩვენი რეალობის კონსერვია, სადაც განვითარების და რესოლციაზაციის შესაძლებლობები თითქმის არ გვეძლევა. ასეთ ციხეებსა და საზოგადოებაში, სასჯელი არ არის ისეთი სახადი, რომელსაც ერთხელ მოიხდი და მერე აღარ გემართება, ამ სახადის ნიშნებს მთელი ცხოვრება ატარებ.

ციხიდან გამოსულები ისევ უკანა მერხებზე სხდებიან და მასწავლებელები ისევ არ აქცევენ მათ ყურადღებას, ან გამუდმებით ჩასჩიჩინებენ, რომ მათგან მაინც არაფერი გამოვა. არადა, ადამიანს უკეთესობისკენ სასჯელი და ალმაცერად ყურება კი არა, სასჯელის შემდეგ მიცემული შანსი და მისგან კარგის მოლოდინი თუ შეცვლის.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან