ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ოსური მხარის საფრენი აპარატი “ძალა ერთობაშიამ” ჩამოაგდო

1 სექტემბერი, 2019 • 5172
დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ოსური მხარის საფრენი აპარატი “ძალა ერთობაშიამ” ჩამოაგდო

ანტიოკუპაციური მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი დავით ქაცარავა ფეისბუკზე წერს, რომ ოსური მხარის საფრენი აპარატი მისმა ჯგუფმა ჩამოაგდო.

 

“დღეს, რუსოსურმა დრონმა გადმოკვეთა საოკუპაციო ხაზი და გადმოვიდა ჩვენს მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში. ჩვენმა ჯგუფმა მოახერხა ამ დრონის განეიტრალება და ეს დრონი ჩამოვარდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ცოტა ხანში რუსოსებმა ატეხეს პანიკა, მალევე გამოცხადდა ჩვენი პოლიცია და წაგვართვა დრონი”, – წერს ქაცარავა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

დღეს, პირველ სექტემბერს ცხინვალმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ  “ქართული სოფლის, კობის მხრიდან სამხრეთ ოსეთის მიმართულებით იყო სროლა მათ უპილოტო საფრენ აპარატზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის რაიონში, სოფელ წნელისის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჰუმანიტარულ მისიას და ვიდეოდაკვირვებას ახორციელებდა. სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო უპილოტო საფრენი აპარატისთვის ცეცხლის გახსნა პირდაპირი პროვოკაციაა ქართული მხრიდან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი