ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: “გალფში” 52 ტონა საწვავის ყალბი ანგარიშფაქტურები დამზადდა

25 თებერვალი, 2015 • • 1192
საგამოძიებო სამსახური: “გალფში” 52 ტონა საწვავის ყალბი ანგარიშფაქტურები დამზადდა

გამოძიების ინფორმაციით, 2012 წლის ოქტომბრის დასაწყისში ბრალდებულების ორგანიზებით განხორციელდა კომპანიაში არსებული 52 ტონა აღურიცხავი საწვავის ყალბი ანგარიშფაქტურების საფუძველზე ბაზებიდან სხვადასხვა ავტოგასამართსადგურზე ფიქტიურად გაწერა.

 

სამსახურის ცნობით, გამოძიების მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე ამ ეტაპზე დაკავებული არიან შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ კონტროლის განყოფილების ორი თანამშრომელი.

 

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კანონიერების დადგენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები და საბუღალტრო რევიზია მიმდინარეობს, აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გალფის ავტოგასამართი სადგური
გალფის ავტოგასამართი სადგური

მასალების გადაბეჭდვის წესი