ახალი ამბები

გორგოძე მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე დამთანხმდა – ბახტაძე

30 აგვისტო, 2019 • 2569
გორგოძე მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე დამთანხმდა – ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, მორაგბე მამუკა გორგოძე დათანხმდა, მონაწილეობა მიიღოს იაპონიაში 2019 წელს დაგეგმილ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში. ამის შესახებ ბახტაძე “ფეისბუქზე” წერს.

“მეგობრებო, მრავალრიცხოვან გულშემატკივართა თხოვნა იყო, რომ მამუკა გორგოძეს მიეღო მონაწილეობა რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ამას დაემატა სამწუხარო ფაქტი, რომ ნაკრების რამდენიმე წამყვანი მოთამაშე მძიმედ დაშავდა.

მამუკას ვესაუბრე ამ საკითხებზე 2 დღის წინ, სადაც მან თანხმობა მითხრა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე.

დიდი მადლობა ლეგენდარულ კაპიტანს ამ გადაწყვეტილებისათვის!” – წერს ის და აღნიშნავს, რომ ამჟამად კლუბთან ბოლო დეტალები ზუსტდება.

რამდენიმე საათით ადრე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა თქვა, რომ გორგოძის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას ვერ დაადასტურებდა. განცხადება ჰეიგმა მას შემდეგ გაახმიანა, რაც გავრცელდა ცნობა, რომ მორაგბე ნაკრებში დაბრუნებასა და მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას გეგმავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი