ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“გვითხრეს, ეს ჟურნალისტების ინტერპრეტაცია იყო” – შს მინისტრის მოადგილე ცხინვალის ულტიმატუმზე

30 აგვისტო, 2019 •
“გვითხრეს, ეს ჟურნალისტების ინტერპრეტაცია იყო” – შს მინისტრის მოადგილე ცხინვალის ულტიმატუმზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, სოფელ ჩორჩანაში გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ულტიმატუმის ენით საუბარს არ აპირებენ და ეს ჟურნალისტების არასწორი ინტერპრეტაცია იყო:

“პირველი და მთავარია, რომ როგორც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლება განაცხადეს, ისინი არ აპირებენ ჩვენთან ულტიმატუმის ენით საუბარს და ეს ჟურნალისტების არასწორი ინტერპრეტირება იყო. ჩვენ ავიხსენით და განვუმარტეთ, რომ ეს საგუშაგო მხოლოდ უსაფრთხოების დაცვას ემსახურება. ჩვენი არგუმენტებით დავარწმუნეთ ცხინვალის წარმომადგენლები, რომ ჩვენი მიზანი არის უსაფრთხოების დაცვა”, – თქვა შს მინისტრის მოადგილემ.

გუშინ, 29 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციამ სოფელ ერგნეთში, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] ფარგლებში ქართულ და ოსურ მხარეებს შორის მორიგი შეხვედრაზე პირობა დააყენა, რომ პარასკევს, დილის 6 საათამდე სოფელ ჩორჩანაში, რომელიც ცხინვალის მტკიცებით, მათი ტერიტორიაა, ქართული პოლიციის ახალი პოსტი უნდა გაუქმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში “მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველანაირი ზომა და მოსახლეობის დასაცავად ყველა საშუალება იქნება გამოყენებული”.

მასალების გადაბეჭდვის წესი