ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი ცხინვალს ქართულ მხარესთან მიმდინარე კონფლიქტში სოლიდარობას უცხადებს

30 აგვისტო, 2019 • 1917
სოხუმი ცხინვალს ქართულ მხარესთან მიმდინარე კონფლიქტში სოლიდარობას უცხადებს

სოხუმი ქართულ მხარეს მოუწოდებს, “უარი თქვას აღებულ კურსზე, რომელიც კონფლიქტის პროვოცირებისკენაა მიმართული და თავი შეიკავოს ისეთი ნაბიჯებისგან, რომელიც რეგიონში ესკალაციას გამოიწვევს”.

ასევე, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს მოუწოდებს, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ “ქართული მხარის გამომწვევ მოქმედებებზე და ოფიციალურ თბილისზე ზეწოლა მოახდინონ”.

“თავის მხრივ, აფხაზეთის რესპუბლიკა მზადაა, რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან ერთობლივი კონსულტაციები გაიაროს”, – წერია აფხაზური უწყების განცხადებაში.

საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ მის კონტროლირებად სოფელ ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგო პოსტი ააგო, რის გაუქმებასაც ცხინვალი ითხოვს. ჩორჩანა ოკუპირებულ სოფელ წნელისს ესაზღვრება, რომელიც ცხინვალის კონტროლის ქვეშაა. მხარეებს შორის დღეს მეორე შეხვედრა იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი