ივლისში საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივლისში საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით გაიზარდა. 2019 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 5.1%-ს შეადგენს.

საქსტატის თანახმად, ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა იყო მშენებლობაში, დამამუშავებელ მრეწველობასა და ვაჭრობაში.

კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში.

მიმდინარე წლის ივლისში ექსპორტის მოცულობამ 762 აშშ დოლარი შეადგინა. 2019 წლის შვიდი თვის მონაცემით ექსპორტი 12.4%-ით არის გაზრდილი, ხოლო იმპორტი 4.7% შემცირებული.

საქსტატის ინფორმაციითვე, მიმდინარე წლის ივლისში 4 152 ახალი საწარმო დარეგისტრირდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.