ახალი ამბები

გამოქვეყნდა The New Pope-ის ახალი თიზერი [ვიდეო]

29 აგვისტო, 2019 • 1491
გამოქვეყნდა The New Pope-ის ახალი თიზერი [ვიდეო]

HBO-მ გამოაქვეყნა პაოლო სორენტინოს ახალი სერიალის – The New Pope-ის ახალი თიზერი. “ახალი პაპის” რამდენიმე სერია წელს პირველად კანის ფესტივალზე უჩვენეს, თუმცა ფართო აუდიტორიისთვის პრემიერა ჯერ არ გამართულა.

“ახალი პაპი” არის გაგრძელება 2016 წელს ამავე რეჟისორის გადაღებული სერიალისა “ახალგაზრდა პაპი”, რომელშიც მთავარ, პაპ პიუს მეცამეტის როლს ჯუდ ლოუ ასრულოებს.

“ახალ პაპში” სულ 9 სერიაა და მთავარ როლს აქაც ჯუდ ლოუ ასრულებს, მისი შემდგომი პაპის როლში კი ჯონ მალკოვიჩია. სერიალში ასევე თამაშობს შერონ სთოუნიც.

“ახალი პაპის” თიზერში ჩანს,  როგორ დასეირნობს ყოფილი პაპი (ჯუდ ლოუ), რომელსაც თეთრი ტრუსები აცვია, თეთრქვიშიან პლაჟზე, ბიკინიან ქალებს შორის, ამის პარალელურად კი ახალი პაპი (ჯონ მალკოვიჩი) სასულიერო პირებს შორის მიიკვლევს გზას.

“ახალი პაპი” Canal+, HBO-სა, Sky-ის ერთობლივი ნამუშევარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი