ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სეიმურ ჰაზი 5-წლიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

29 აგვისტო, 2019 • 1527
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სეიმურ ჰაზი 5-წლიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

საპატიმრო ვადის ამოწურვის შემდეგ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რადიო თავისუფლების მიმომხილველი სეიმურ ჰაზი ციხიდან გაათავისუფლეს.

სეიმურ ჰაზი ხულიგნობის ბრალდებით 2014 წელს დააკავეს და 2015 წლის 29 იანვარს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჰაზიმ ბაქოს სასამართლოს მაშინდელი გადაწყვეტილება ევროპის სასამართლოშიც გაასაჩივრა.

სეიმურ ჰაზი ციხეში ყოფნის დროს აღმოსავლეთ ევროპაში დამოუკიდებელი მედიის, Free Media Awards 2016-ის პრემიითაც დააჯილდოვეს.

აზერბაიჯანში თავისუფალი ჟურნალისტების დევნამ განსაკუთრებით ბოლო წლებში სისტემური ხასითი მიიღო. ალიევის რეჟიმმა არაერთი დამოუკიდებელი ჟურნალისტი დააპატიმრა და სხვადასხვა ბრალდებით გაასამართლა. აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ არალოიალური მედიის წარმომადგენლებისა და მედიაორგანიზაციების ნაწილი იძულებული გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ და საქმიანობა სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში გაეგრძელებინათ. ერთ-ერთი მათგანი ჟურნალისტი აფგან მუხთარლია, რომელიც 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფება.ბია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი