ახალი ამბები

კადრებზე, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი მოქალაქეს ურტყამს, გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო

28 აგვისტო, 2019 • 1795
კადრებზე, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი მოქალაქეს ურტყამს, გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო

სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ შსს-ს ფორმიანი პირი მოქალაქეს ურტყამს. შემთხვევა ანაკლიაში, Echowawes-ის ფესტივალზე მოხდა.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შესწავლა უკვე დაიწყო და ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი