ახალი ამბებირეკლამა

თბილისში უაქციზო სიგარეტის ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

28 აგვისტო, 2019 • 1290
თბილისში უაქციზო სიგარეტის ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

26 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის  და შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, სავალდებულო მარკირების გარეშე, უაქციზო სიგარეტის (4,600 ღერი -HEETS) ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

მასალების გადაბეჭდვის წესი