ახალი ამბები

პეკინის გამზირზე მცირეწლოვან ბავშვი ბასრი საგნით დაჭრეს – შსს

27 აგვისტო, 2019 •
პეკინის გამზირზე მცირეწლოვან ბავშვი ბასრი საგნით დაჭრეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანი ბავშვი ბასრი საგნით დაჭრეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევა დღეს, 27 აგვისტოს მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი