ახალი ამბები

20 ივნისის საქმეზე დაკავებულები სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

27 აგვისტო, 2019 • 736
20 ივნისის საქმეზე დაკავებულები სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის დარბევისას დაკავებული მოქალაქეები პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება პირველმა ინსტანციამ დღეს, 27 აგვისტოს მიიღო.

მოსამართლე ლევან გელოვანმა სულ შვიდი ადამიანის საკითხი განიხილა. გადაწყვეტილებას სტვენითა და შეძახილებით შეხვდნენ აქციის “სირცხვილია” მონაწილეები, რომლებიც პროცესის დასრულებას სასამართლოს ეზოში ელოდნენ.

აქტივისტების თქმით, საქმის პროკურორები გვერდითი შესასვლელიდან გაიყვანეს, თუმცა მანამდე შეძახილებით გააცილეს ის პროკურორები, რომლებიც საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის საქმის განხილვას ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, აპროტესტებენ აღნიშნულ საქმესაც, რადგან სახელმწიფო მას მედიაზე (ტვ პირველზე) ზეწოლისთვის იყენებს.

სასამართლო პროცესის პარალელურად დაკავებულთა ოჯახის წევრები სასამართლოს ეზოში აქციას მართავდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი