ახალი ამბებირეკლამა

წავკსისში, მესხის ქუჩაზე, ქვაფენილის გზა იგება

27 აგვისტო, 2019 • 767
წავკსისში, მესხის ქუჩაზე, ქვაფენილის გზა იგება

წავკისში, მესხის ქუჩაზე, 1300 კვ.მ ფართობზე ქვაფენილის გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ამორტიზებულ ასფალტის საფარს, რომელიც აღნიშნულ ქუჩაზე შეუზღუდავად გადაადგილებას აფერხებდა, ბაზალტის ქვაფენილი ჩაანაცვლებს. რელიეფური მდებარეობიდან გამომდინარე, ქვაფენილის გზა მოსახლეობას სავალ გზასთან დაკავშირებულ პრობლემას მოუხსნის. საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 305 770 ლარია გათვალისწინებული, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

მესხის ქუჩაზე ქვაფენილის გზის მოწყობა სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი