ახალი ამბები

პოლიციამ იპოვა გურჯაანელი კაცი, რომელზეც მოწმე ამბობდა, რომ მოკლული იყო

26 აგვისტო, 2019 •
პოლიციამ იპოვა გურჯაანელი კაცი, რომელზეც მოწმე ამბობდა, რომ მოკლული იყო

პოლიციამ იპოვა ახალგაზრდა კაცი, რომელიც ოჯახს 2 აგვისტოს შემდეგ არ ჰყავდა ნანახი.

არასრულწლოვანი მოწმე თავდაპირველად ამბობდა, რომ ეს ადამიანი მოკლული იყო, თუმცა მან მოგვიანებით თქვა, რომ ეს ჩვენება იძულებით მიაცემინა პოლიციამ და სინამდვილეში მკვლელობას არ შესწრებია.

შსს-ში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ უარყოფენ ზეწოლის ფაქტს. საკითხის შესწავლა ომბუდსმენის აპარატსაც დაწყებული აქვს.

შსს-ს თანახმადვე, 34 წლის კაცი უკვე ოჯახშია.

ინფორმაცია ფაქტის შესახებ თავდაპირველად “რეგინფომ” გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი