ახალი ამბები

გურჯაანში ახალგაზრდა კაცს 2 აგვისტოდან ეძებენ

23 აგვისტო, 2019 • 1186
გურჯაანში ახალგაზრდა კაცს 2 აგვისტოდან ეძებენ

განახლება/26 აგვისტო: პოლიციამ იპოვა გურჯაანელი კაცი, რომელზეც მოწმე ამბობდა, რომ მოკლული იყო

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კაცი ოჯახის წევრებმა ბოლოს 2 აგვისტოს ნახეს. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმვკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამასთან, აღნიშნულ საქმეზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი მოწმე აცხადებს, რომ პოლიციამ ჩვენება ძალით მიაცემინა და ამის გამო სახალხო დამცველსაც მიმართა. ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ არასრუწლოვნის საქმის შესწავლა დაიწყეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი” წერს, არასრულწლოვნის განმარტებით, პოლიციამ მისთვის სასურველი ჩვენება დაწერა და ხელი მოაწერინა. გამოცემის ცნობით, ჩვენებაში, რომელიც არასრუწლოვნის თქმით, პოლიციამ იძულებით მიაცემინა, ნათქვამია, რომ ახალგაზრდა კაცი მოკლულია.

ინფორმაცია ფაქტის შესახებ თავდაპირველად “რეგინფომ” გაავრცელა.

შსს-ში ამბობენ, რომ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი