ახალი ამბები

Spider-Man-ის მესამე ფილმი განსხვავებული იქნება — ტომ ჰოლანდი

26 აგვისტო, 2019 • 3711
Spider-Man-ის მესამე ფილმი განსხვავებული იქნება — ტომ ჰოლანდი

იმის მიუხედავად, რომ ადამიანი-ობობა მარველის კინოსამყაროს (MCU-ს) გამოეთიშება, ტომ ჰოლანდი ამბობს, რომ აგრძელებს ამ პერსონაჟის განსახიერებას და მესამე ფილმი წინა ორისგან ძალიან განსხვავებული იქნება.

ჰოლანდმა, რომელსაც კონტრაქტით კიდევ ერთ ფილმში თამაშის ვალდებულება აქვს, ამ შაბათ-კვირას გამოცემა EW-ის ღონისძიებაზე თქვა: „რაც ვიცი, ისაა, რომ ვაგრძელებ ადამიანი-ობიბის როლის შესრულებას და ამ პროცესით სიამოვნებას მივიღებ“.  [გადაღება] ძალიან სახალისო იქნება, რანაირადაც არ უნდა გადავწყვიტოთ ამის გაკეთება. ადამიანი-ობობის მომავალი განსხვავებული იქნება, მაგრამ იქნება ძალიან მაგარი და ვიპოვით გზებს, კიდევ უფრო მაგარი რომ იყოს“.

წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ ადამიანი-ობობა გამოეთიშება MCU-ს — ანუ კინოსამყაროს, რომელშიც შურისმაძიებლები (Avengers — თორი, ჰალკი, კაპიტანი ამერიკა, რკინის კაცი და სხვები), გალაქტიკის მცველები, შავი პანტერა და სხვა უამრავი პერსონაჟი ერთიანდება.

ამის მიზეზი ორ კომპანიას — სონისა (Sony) და მარველს (Marvel) შორის უთანხმოებაა. ადამიანი-ობობა იმ პერსონაჟებს შორისაა, რომელზე უფლებებიც ექსკლუზიურად სონის ეკუთვნის. MCU-ს ბოლო ფილმები, სადაც ამ პერსონაჟს ტომ ჰოლანდი თამაშობს, სონისა და მარველს შორის სპეციალური შეთანხმების შედეგი იყო.

თუმცა მარველი [რომელსაც, თავის მხრივ, დისნეი (Disney) ფლობს] ფილმებიდან მხოლოდ 5%-იან შემოსავალს იღებდა. მესამე ფილმისთვის მარველი 50%-იან მოგებას ითხოვდა, რაზეც სონისგან უარი მიიღო.

Spider-man შესაძლოა მარველის კინოსამყაროს გამოეთიშოს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი