ახალი ამბები

Spider-man შესაძლოა მარველის კინოსამყაროს გამოეთიშოს

21 აგვისტო, 2019 • 1486
Spider-man შესაძლოა მარველის კინოსამყაროს გამოეთიშოს

Spider-man შესაძლოა მარველის კინოსამყაროს გამოეთიშოს. ინფორმაციას ამის შესახებ Deadline წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა, წერს ამის მიზეზი დისნეისა და სონის შორის მოგების ფილმიდან შემოსული მოგების განაწილება გახდა. “მარველი”, რომელიც ამჟამას “დისნეის” მფლობელობაშია სონისთან ერთად გადაღებული ფილმებიდან შემოსავლის მხოლოდ 5%-ს იღებდა. მას შემდეგ კი, რაც კომპანია “დისნეიმ” იყიდა, გავრცელებული ცნობებით კომპანია სონისგან ფრენჩაიზის მესამე ფილმის მოგების ნახევარს ითხოვდა.

“სონისთან” კოპროდუქციით “მარველ სტუდიომ” ადამიანი ობობის ორი ახალი ფილმი გადაიღო. ორივე ფილმში გამოჩნდნენ მარველის კინოსამყაროს სხვა სუპერგმირები, რაც სწორეს ამ თანამშრომლობის შედეგი იყო.  Deadline-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში კი, ვერც ადამიანი ობობა მიიღებს მონაწილეობას “მარველის” კინოსამყაროს ფილმებში, მათ შორის ვეღარც “შურისმაძიებლებში”.

გარიგების ჩაშლის შემთხვვაში, “სონის” ახალი ფილმის გადაღება მხოლოდ იმ გმირებით მოუწევს, რომელზეც უფლებებს ფლობს.  პროექტს გამოეთიშება “მარველ სტუდიოს” პრეზიდენტი კევინ ფაიგიც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი